1 გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნა უფალმა ტყვეები სიონისას, თავი სიზმარში გვეგონა.
2 მაშინ აივსო სიცილით ბაგე ჩვენი, და ენა ჩვენი – გალობით; მაშინ ამბობენ წარმართთა შორის: „დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.”
3 დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან, ჩვენ გავმხიარულდით.
4 დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ნეგების მიწაზე.
5 ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
6 მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს თავისი ძნები.