მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 101

101

1 ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.

2 ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.

3 რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები ვარვარებს, როგორც კოცონი.

4 დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.

5 ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.

6 დავემსგავსე უდაბნოს ვარხვს, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში.

7 უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.

8 ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმაქიქებელნი მე მიფიცავენ;

9 რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე

10 შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.

11 ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.

12 შენ კი, უფალო, საუკუნოდ იარსებებ, შენი სახსენებელი – თაობიდან თაობამდე.

13 შენ კი აღსდექ და შეიწყალე სიონი; რადგან ჟამია, როცა შეწყალებ მას, რადგან მოვიდა საათი!

14 რადგან უყვართ შენს მორჩილებს მისი ქვები და მისი მიწა ენანებათ.

15 შეეშინდებათ წარმართთ უფლის სახელისა და ყველა ამქვეყნიერ მეფეს შენი დიდებისა.

16 რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თავისი ღირსებით,

17 მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათს ლოცვას.

18 დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის, და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.

19 რადგან მან გადმოხედა თავისი წმიდის სიმაღლიდან, რადგან უფალმა ციდან მოიხილა ქვეყანა,

20 რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.

21 რათა აუწყონ სიონს სახელი უფლისა და ქება მისი იერუსალიმს,

22 როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.

23 გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.

24 ვეტყვი: „ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ ჩემს დღეებს ნახევარს! თაობიდან თაობამდეა შენი წლები.

25 უწინ დედამიწა დააფუძნე, და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.

26 ისინი ჩაივლიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან, სამოსელივით გამოიცვლი მათ და გაქრებიან.

27 შენ კი იგივე ხარ, და შენი წლები არ დაილევიან!

28 შენი მორჩილის ძენი დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.”

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150