1 აქე, იერუსალიმო, უფალი; სიონო, ადიდე შენი ღმერთი!
2 რადგან ის ამაგრებს შენი კარიბჭეების ურდულებს, ის აკურთხებს შენს ძეებს შენში.
3 მშვიდობას ამყარებს შენს საზღვრებზე, ხორბლის ნოყიერებით განაყრებს.
4 წარმოგზავნის თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად ვრცელდება მისი ნათქვამი.
5 მატყლივით იძლევა თოვლს და ფერფლივით ფანტავს თრთვილს.
6 ნატეხებად ყრის სეტყვას, წინ ვინ დაუდგება მის სუსხს?
7 წარმოგზავნის თავის სიტყვას და ადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და ჩამოედინებიან წყლები.
8 თავის სიტყვას ამცნობს იაკობს, ისრაელს - თავის წესებს და სამართალს.
9 არც ერთ სხვა ერს არ მოქცევია ასე და არ იციან მათ მისი სამართალი. აქეთ უფალი!