მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 65

65

1 გუნდის ლოტბარს. გალობა ფსალმუნისა. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ!

2 უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.

3 უთხარით ღმერთს: „რა საოცარია შენი საქმენი, შენი ძალის სიდიადით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.

4 მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს!”

5 მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, შიშის მომგვრელია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.

6 გადააქცია ზღვა ხმელეთად; მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.

7 გაბატონებულია თავისი ძალით საუკუნოდ, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს, ვინც ეურჩება, არ ამაღლდება.

8 ადიდეთ, ხალხებო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა,

9 ვინც შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და ჩვენი ფეხი არ წაგვიბორძიკა.

10 რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლს გადაადნობენ.

11 მოგვაქციე ბადეში, ჩაგვრის ტვირთი აგვკიდე ზურგზე.

12 კაცი დაგვასვი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში, მაგრამ შენ გაგვიხალვათე.

13 მოვალ შენს სახლში აღსავლენით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,

14 რომლებიც წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა, და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.

15 მსუქან სრულადდასაწველს ამოგიტან საკმევლითურთ და ვერძებითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს.

16 მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.

17 მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით, და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.

18 სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მომისმენდა უფალი.

19 ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.

20 კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150