მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 24

24

1 დავითისა. შენსკენ აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.

2 ღმერთო ჩემო! შენით ვიმედოვნებ! ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.

3 ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.

4 შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.

5 წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენით ვიმედოვნებ ყოველდღე.

6 გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა.

7 ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა არ გაიხსენო; და ბრალი ჩემი, გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.

8 კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.

9 წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.

10 ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება – მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.

11 შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.

12 ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.

13 მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.

14 საიდუმლო უფლისა – მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.

15 ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, იგი მახისაგან იხსნის ფერხთა ჩემთა.

16 გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ.

17 განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.

18 შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.

19 შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.

20 შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგან შენ გესავ.

21 უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.

22 იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150