1 ადიდეთ უფალი! რაოდენ კარგია ჩვენი უფლის განდიდება, რადგან საამურია და შეშვენის ქება-დიდება.
2 უფალი აშენებს იერუსალიმს და კრებს განდევნილებს ისრაელიდან.
3 გულგატეხილებს განკურნავს და ჭრილობებს უხვევს მათ.
4 ის თვლის ვარსკვლავებს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
5 დიადია უფალი და ძლევამოსილი, გონიერება მისი განუზომელია.
6 უფალი ამაღლებს ჩაგრულთ, ბოროტეულთ კი სამუდამოდ ამდაბლებს მიწამდე.
7 უგალობეთ უფალს სამადლობელით, ქნარით უგალობეთ ჩვენს ღმერთს,
8 რომელიც ღრუბლებით ფარავს ცას, წვიმას ამზადებს მიწისთვის და ბალახს აღმოაცენებს მთებში.
9 საზრდოს აძლევს ცხოველებს, ყორნის ბახალებს, რომლებიც შესჩხავიან.
10 არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
11 ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.