1 გალობა აღსავალთა. დავითისა. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.
2 არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს. ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას. ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი ყრმა, ისეა ჩემში ჩემი სული.
3 ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე.