მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 70

70

1 უფალო, შენში ვეძებ თავშესაფარს, ნუმც შევრცხვენილვარ უკუნისამდე.

2 მიხსენი შენი სიმართლით და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.

3 იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ ყოველთვის იქ შევდიოდე; ბრძანე ჩემი შველა, რადგან კლდე და სიმაგრე ხარ ჩემი.

4 ღმერთო ჩემო, ბოროტის ხელისგან მიხსენი, უკანონობის მოქმედისა და მძარცველის ხელისგან.

5 რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, შენზე ვარ მონდობილი ყრმობიდანვე.

6 დედის მუცლიდანვე შენზე ვიყავი დანდობილი, შენ გამომიყვანე დედის საშოდან; მუდამ შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა.

7 საკვირველი გავხდი მრავალთათვის; მაგრამ შენ ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი.

8 შენი ქებითაა სავსე ჩემი პირი; მთელი დღე შენს დიდებულებაზე ვლაპარაკობ.

9 ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, ნუ მიმატოვებ, როცა დაიშრიტება ძალა ჩემი.

10 რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა და ერთად იზრახავენ ჩემი სიცოცხლის წინააღმდეგ ჩასაფრებულნი.

11 ამბობენ, ღმერთმა მიატოვაო იგი, დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.

12 ღმერთო, ნუ გამშორდები; ღმერთო ჩემო, გამოეშურე ჩემს შესაწევნად.

13 დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი მტრები; სირცხვილმა და გაჭირვებამ დაფაროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.

14 მე კი გამუდმებით შენ გელოდები და ვამრავლებ შენს დიდებას;

15 ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, მთელ დღეს - შენმიერ ხსნაზე, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.

16 მოვალ და ღმერთის, უფლის დიად საქმეებზე ვილაპარაკებ; შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას გავიხსენებ.

17 ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც შენს საოცრებაზე ვლაპარაკობ.

18 ჭაღარამდე, ღრმა სიბერემდე ნუ მიმატოვებ ღმერთო, ვიდრე გავუცხადებდე შენს ძლიერებას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს შეძლებას.

19 ცას სწვდება შენი სიმართლე ღმერთო; დიადია საქმენი შენი, ვინ შეგედრება, ღმერთო?!

20 შენ მაჩვენებდი მრავალ და მძიმე გასაჭირს, მაგრამ კვლავ მაცოცხლებდი და დედამიწის უფსკრულიდან ამოგყავდი.

21 შენ მმატებდი დიდებას და ბრუნდებოდი ჩემს სანუგეშებლად.

22 და მეც ებნით შევაქებ შენს ერთგულებას, ღმერთო; ქნარით გიმღერებ, ისრაელის წმიდავ.

23 სიხარულით იყიჟინებენ ჩემი ბაგეები, როცა გიგალობებ და ჩემი სულიც - შენ რომ გამოისყიდე.

24 ჩემი ენაც ყოველდღე ილაპარაკებს შენს სიმართლეზე, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150