მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 71

71

1 სოლომონისთვის. ღმერთო, შენი სამართალი მიეცი მეფეს, და შენი სიმართლე – მეფის ძეს.

2 რათა მან გაასამართლოს შენი ერი სიმართლით, და შენი ღატაკნი – სამართლიანად.

3 მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს, და ბორცვებმა – სამართლიანობა.

4 გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.

5 შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.

6 იგი ჩამოვა, როგორც წვიმა შიშველ ველზე, როგორც წვეთები, მიწას რომ ალბობენ.

7 მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.

8 და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.

9 მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი, და მისი მტრები მიწა-მტვერს ალოკავენ.

10 თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებასა და სებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.

11 და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა წარმართი დაემორჩილება.

12 რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე.

13 შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.

14 ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნებაა მათი სისხლი მის თვალში.

15 და იცოცხლებს, და მისცემენ შებას ოქროს, და ილოცებენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.

16 იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, ლიბანივით ამაღლდეს ნაყოფი მისი;. და აყვავილდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.

17 მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ ქვეყნიერების ყოველი ტომი, ყოველი ხალხი შენატრებს მას.

18 კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა!

19 და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ!

20 დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150