მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 79

79

1 გუნდის ლოტბარს. შოშანიმ ყედუთის ხმაზე. ასაფისა. ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ; წინ რომ უძღოდი იოსებს, ვითარცა ცხვარს; ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.

2 ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად.

3 ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.

4 უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?

5 აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებით სავსე თასს.

6 დაგესვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში, და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.

7 უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.

8 ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის;

9 გაწმინდე მის წინ, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა.

10 მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა რქებმა – ნაძვი ღმრთისა;

11 რქები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე – თვისი ნამსხვრევი.

12 რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი, რომ ყოველი გამვლელი მას ძარცვავს?

13 ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები კორტნიან მას.

14 ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.

15 გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე!

16 დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.

17 იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.

18 და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.

19 უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ. გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150