მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 7

7

1 უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. დამიხსენი ყველა მდევნელისგან და გადამარჩინე

2 თორემ ლომივით დაგლეჯენ ჩემს სულს, დამფლითავენ და არ იქნება მხსნელი.

3 უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ ჩავიდინე, თუ უმართლობა აღსრულდა ჩემი ხელით,

4 თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე ან თუ გამეძარცვოს ის, ვინც უმიზეზოდ მმტრობს,

5 მაშინ დევნოს მტერმა ჩემი სული, წამოეწიოს, ძირს დაანარცხოს ჩემი სიცოცხლე და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი.

6 აღსდექ უფალო შენი რისხვით, წამოიმართე და წალეკე ჩემი მტრები, აღსდექ სასამართლოზე, რომელიც შენ დამიდგინე.

7 გარს შემოგეხვევა ხალხთა კრებული, მათ ზემოთ ამაღლდები მწვერვალზე.

8 უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.

9 შეწყდეს უმართლოთა ბოროტება, მართალი კი განამტკიცე, რადგან შენ სცდი გულებსა და ზრახვებს, მართალო ღმერთო!

10 ღმერთია ჩემი ფარი, ის იხსნის გულმართლებს.

11 ღმერთი მართალი მსაჯულია, ღმერთი, რომელიც ყოველდღე აფრქვევს რისხვას.

12 თუ კაცი არ მოექცევა - მახვილს გალესავს, მშვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.

13 სასიკვდილო იარაღი გაამზადა მისთვის, ცეცხლოვან ისრებს ამზადებს.

14 აჰა, ბოროტება ჩაესახა, სიმრუდით დაორსულდა და სიცრუეს შობს.

15 ორმოს თხრიდა და ღრმა ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.

16 მისივე თავზე დატრიალდა მისი ავგულობა და თავისივე ბოროტმოქმედება დაატყდა თხემზე.

17 განვადიდებ უფალს მისი სიმართლისამებრ და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150