1 გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ”. ფსალმუნი ასაფისა. გალობა. გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, ახლოსაა შენი სახელი. ლაპარაკობენ შენს საოცრებებს.
2 „როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით.
3 ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი:- მე გავამაგრე მისი სვეტები.”
4 ვუთხარი ამპარტავნებს: ‘ნუ იამპარტავნებთ!’ და ბოროტეულებს: ‘ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას.
5 ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნული ქედით.”
6 რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდან არის აღვსება კაცისა.
7 არამედ ღმერთი მსაჯული, რომელიც ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.
8 რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს იქიდან, მის თხლესაც კი სწურავენ, და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.
9 ხოლო მე მარადის ვაუწყებ, ვუგალობებ იაკობის ღმერთს.
10 ბოროტთა რქებს ერთიანად შევმუსრავ, მართლის რქები კი უნდა ამაღლდეს!