1 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. დავითისა. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
2 ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეღ!
3 რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
4 ვიცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების ჩრდილქვეშ.
5 რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩემნი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინიათ.
6 დღეები შესძინე მეფის დღეებს, მისი წლები – თაობიდან თაობამდე.
7 იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.
8 ასე ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითიდღე.