მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 108

108

1 გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.

2 რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.

3 სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.

4 ჩემი სიყვარულის წილ დამემტერნენ, მე კი ვლოცულობ.

5 მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი – ჩემი სიყვარულის წილ.

6 დაადგინე ბოროტი მასზე, და ბრალმდებელი დადგეს მის მარჯვნივ.

7 განკითხვისას გამოვიდეს მტყუანი, და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.

8 იყოს დღეები მისი მცირე, და მისი ქონება სხვამ მოიხვეჭოს.

9 დარჩნენ მისი შვილები ობლად და მისი ცოლი – ქვრივად.

10 იხეტიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ, და ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან.

11 მოვალემ მიითვისოს, რაც გააჩნია, და წარუტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.

12 ნუ ეყოლება მოწყალე, და ნუ შეიწყალებენ მის ობლებს.

13 გახდეს მისი შთამომავლი მოსასვრელი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.

14 გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.

15 იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს,

16 იმისათვის, რომ არ გახსენებია წყალობის ქმნა, და დევნიდა ღარიბ-ღატაკსა და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.

17 და შეიყვარა წყევლა – მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა – განშორდება მას.

18 და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსლით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგანში, და როგორც ზეთი – მის ძვლებში.

19 იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი, რომელსაც იცვამს, და ვითარცა სარტყელი, მუდამ რომ გარს ირტყამს.

20 ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მაბეზღართა და ჩემს სულზე ავის მთქმელთა მიმართ,

21 ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,

22 რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და გული ჩემი შეძრწუნდა გვამსა ჩემსა.

23 ვითარცა ჩრდილი, გადახრის ჟამს, დავილიე, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.

24 მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან, ზეზეურად ჩამოვხმი;

25 და შევიქენ მათი სალანძღავი; თავს აქნევდნენ ჩემი შემხედვარენი.

26 შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო! მიხსენი შენი წყალობით.

27 დაე, გაიგონ, რომ შენი ხელია ეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს, უფალო.

28 ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღმიდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.

29 შეიმოსონ ჩემი მაბეზღარნი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.

30 ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას,

31 რადგან გვერდით დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სულის განმსჯელთაგან.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150