1 გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე, და მიპასუხა.
2 უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან!
3 რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
4 იგია მეომრის წამახული ისარი, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
5 ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
6 დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მათთან, ვისაც სძულთ მშვიდობა.
7 მე მშვიდობა მსურს, და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.