1 გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
2 უფალო, ისმინე ჩემი ხმა! მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
3 თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
4 მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.
5 მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული, და მის სიტყვას ველოდები.
6 სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას, უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას.
7 ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
8 და ის დაიხსნის ისრაელს ყოველთა ცოდვათააგან მისთა.