მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 34

34

1 უფალო, ედავე ჩემთან მოდავეებს და ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.

2 აიღე ფარი და საჭურველი და აღსდექ ჩემდა შესაწევნად.

3 მახვილი აღმართე და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს. უთხარი ჩემს სულს: "შენი მხსნელი ვარ”.

4 შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სიცოცხლის მაძიებელნი, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ჩემთვის სიავის მსურველნი.

5 ბზესავით შეიქნენ ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.

6 იყოს მათი გზა ბნელი და მოლიპული, უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.

7 რადგან უმიზეზოდ დამიგეს მახე, უსაბაბოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სულს.

8 უბედურება დაატყდეს მათ უცაბედად! თავიანთ მომზადებულ მახეში გაებნენ და დასაღუპად ჩავარდნენ მასში;

9 მაშინ გაიხარებს უფლით ჩემი სული, მისი შემწეობით ილხენს.

10 იტყვის ყოველი ძვალი ჩემი: "უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი სუსტს მძლავრისგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისგან”.

11 აღსდგნენ ჩემს წინააღმდეგ ავი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი - იმას მეკითხებიან.

12 სიკეთის წილ ბოროტებით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.

13 მე კი ძაძებს ვიცვამდი მათი სნეულების ჟამს, ჩემს სულს მარხვით ვიძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნდებოდა.

14 ისე ვწუხდი, როგორც მეგობრისთვის ან ძმისთვის, დედაზე მგლოვიარესავით დავიარებოდი დანაღვლიანებული და თავდახრილი.

15 ისინი კი ხარობდნენ ჩემი წაბორძიკებისას და ჩემს წინააღმდეგ იკრიბებოდნენ. სულმდაბალნი, რომელთაც არ ვიცნობდი მგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.

16 პირფერული დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.

17 უფალო, რამდენ ხანს უყურებ? იხსენი ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომებისგან - ჩემი ერთადერთი.

18 მადლობას შემოგწირავ დიდ კრებულში, უამრავ ხალხში შეგასხამ ხოტბას.

19 რათა არ გაიხარონ ჩემზე უსამართლოდ გადამტერებულებმა და ნუ ანიშნებენ ერთიმეორეს, უმიზეზოდ ჩემი მოძულენი.

20 რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნის მშვიდობის მოყვარულთა მიმართ მზაკვრობას იზრახავენ.

21 ფართოდ მოაღეს ჩემზე პირი, ამბობენ: "ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა”.

22 შენ ხომ იხილე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ გამშორდები;

23 აღსდექ, გამოიღვიძე ჩემს დასაცავად, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი დავის დასაცავად.

24 განმიკითხე შენი სამართლით, ნუმც გაიხარებენ ჩემზე.

25 ნუ იტყვიან თავის გულში: ოჰო! სწორედ ასე გვენება! ნუ იტყვიან! ჩავყლაპეთ იგი!

26 შერცხვეს და გაწბილდეს ყველა, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსოს, ვინც მედიდურად მექცევა.

27 იგალობოს და იმხიარულოს, ვისაც გამართლება სურს ჩემი, დაე, თქვან მარადჟამს: "დიდია უფალი, მისი მსახურისთვის მშვიდობის მსურველი!”

28 ჩემი ენა კი შენს სიმართლეზე ილაპარაკებს და გაქებს მთელს დღეს.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150