მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 103

103

1 აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად; მშვენებითა და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.

2 გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა კარავივით,

3 წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.

4 რომელმაც შექმნა ქარები თავის მაცნეებად, ცეცხლი და ალი – თავის მსახურებად.

5 დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე.

6 უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები;

7 მაგრამ შენი რისხვით მიედინებიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.

8 ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დააფუძნე.

9 საზღვარი დადე – წყლებს ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუნდებიან დედამიწის დასაფარავად.

10 გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ;

11 დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.

12 მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოებიდან გამოსცემენ ხმას.

13 რწყავს მთებს თავისი ზესართულებიდან; შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.

14 აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას –ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწიდან.

15 და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, საცხებელმა გააბრწყინოს სახე მისი, და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.

16 გაძღნენ ხენი უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.

17 რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.

18 მთანი მაღალნი – ქურციკისათვის, კლდენი – კურდღელთა თავშესაფარი.

19 შექმნა მთვარე ჟამთათვის; მზემ იცის თავისი დასავალი.

20 განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.

21 ლომის ბოკვერები ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.

22 ამობრწყინდა მზე – შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.

23 გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.

24 რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით

25 ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი – მცირენი დიდებთან ერთად.

26 იქ ხომალდები დადიან; ლევიათანი – ეს შენ შექმენი მასში გასართობად.

27 ყველა შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავთავის დროზე.

28 მისცემ მათ – აიღებენ, გახსნი შენს ხელს – გაძღებიან სიკეთით.

29 დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – დაიხოცებიან და თავიანთ მიწა-მტვრად მიიქცევიან;

30 გაუშვებ შენს სულს – წარმოიქმნებიან, და განაახლებ პირს მიწისას.

31 იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე! იხარებდეს უფალი თავის ქმნილებაზე!

32 დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.

33 ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.

34 ეამოს მას ჩემი გალობა! მე გავიხარებ უფალში.

35 გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ალელუია!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150