მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 73

73

1 მოძღვრება. ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო, სამუდამოდ, და აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?

2 გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, ტომი შენი სამკვიდრო, რომელიც შენ იხსენი, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა!

3 წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისაკენ! ყოველივე დაუნგრევია მტერს წმიდაში.

4 შენი მოდავენი ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.

5 ემსგასებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.

6 და ახლა ამსხვრევენ მის ჩუქურთმებს ერთიანად უროთი და ცულით.

7 ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.

8 თქვეს თავიანთ გულში: „გავანადგუროთ ისინი ერთიანად.” დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.

9 ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი, და არავინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს როდემდე გაგრძელდება ასე.

10 ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?

11 რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე!

12 ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი, ადრიდანვე შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.

13 შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმტვრიე თავები ურჩხულებს;

14 შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.

15 შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშორე ძლიერი მდინარენი.

16 შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.

17 შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.

18 უფალო, გაიხსენე ეს: მტერი გაგინებს შაენ, და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.

19 მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.

20 მიხედე აღთქმას! რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.

21 ნუ დაუბრუნდება ჩაგრული გაწბილებული, ღარიბ-ღატაკნი აქებდნენ შენს სახელს!

22 აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.

23 ნუ დაივიწყებ შენს მოდავეთა ხმას; შენი მტრის ღრიალს, მუდამ რომ ამოდის!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150