მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 49

49

1 ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსავლიდან მის დასავლამდე.

2 სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.

3 მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია, და მის ირგვლივ – ძლიერი ქარიშხალი.

4 მოუწოდებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:

5 „შემოიკრიბეთ ჩემი წმიდები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.”

6 და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს, რადგან ღმერთია თვით მსაჯული.

7 „ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ: მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.

8 მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.

9 არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.

10 რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.

11 ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.

12 თუ მომშივდა არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.

13 ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?

14 მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.

15 და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.”

16 ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ ჩემს კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა,

17 გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები?

18 როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.

19 პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.

20 დაჯდები და შენი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ, და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.

21 ეს ჩაიდინე შენ და მე ვდუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.

22 ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, რომ არ მოგსრათ და არ იყოს მშველელი.

23 მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე, და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას.”

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150