1 თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.
2 ამაოდ დგებით ადრიანად, ამაოდ სხედხართ გვიანობამდე და ჭმუნვით ჭამთ პურს; უფალი კი იმას აძლევს ძილს, ვინც უყვარს.
3 აჰა, შვილები - მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი - მისი საზღაური.
4 როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა შვილები ახალგაზრდა კაცისთვის.
5 ნეტარია კაცი, რომელმაც მათით გაივსო კაპარჭი; არ შერცხვება, როცა მტრებთან მოუხდება ლაპარაკი კარიბჭეში.