1 გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში დამკვიდრებულო,
2 აჰა, ვითრაცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
3 შეგვიწყალე, უფალო! შეგვიწყალე; რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით!
4 მეტისმეტად აღივსო ჩვენი სული მდიდართა ვედრებით და ამპარტავანთა სიძულვილით.