მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 87

87

1 უფალო, ჩემი ხსნის ღმერთო! შენ წინაშე ვღაღადებთ დღისით და ღამით.

2 მოვიდეს შენ წინაშე ჩემი ლოცვა. ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.

3 რადგან სიავით აივსო ჩემი სული და ჩემი სიცოცხლე საფლავს უახლოვდება.

4 სამარეში ჩამავალთა შორის შევირაცხე. უძლური კაცივით შევიქენი;

5 მკვდრებს შორის ჩაგდებული, როგორც სამარხში მწოლიარე მოკლულნი, რომლებიც აღარ გახსოვს, რადგან მოკვეთილნი არიან შენი ხელით.

6 ქვესკნელის ორმოში მომათავსე, ბნელეთში, სიღრმეებში.

7 შენი რისხვა დამატყდა თავს და ყველა შენმა ტალღამ ჩემზე გადაიარა.

8 შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დატყვევებული ვარ და ვერ გამოვდივარ.

9 თვალები მომექანცა ტანჯვით; ყოველდღე მოგიხმობდი, უფალო, შენკენ ვიწვდიდი ხელებს.

10 განა მკვდრებისთვის ახდენ სასწაულს? განა მიცვალებულნი წამოდგებიან და შეგაქებენ?

11 განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - აბადონში?

12 განა შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?

13 მე კი უფალო, შენ გევედრები და დილდილობით ჩემი ლოცვა წინ გეგებება.

14 უფალო, რად მიატოვე ჩემი სული, რატომ დამალე შენი სახე ჩემგან?

15 ტანჯული ვარ და სიკვდილის პირას მყოფი ყრმობიდანვე, შენს შიშის ზარს ვზიდავ, უძლური ვარ.

16 თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ, შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.

17 მთელი დღე წყალივით გარს მივლიდნენ, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.

18 შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, სიბნელეა - ჩემი ახლობელი.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150