მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 131

131

1 უფალო, გაიხსენე დავითი და ყოველი ტანჯვა მისი.

2 როგორ შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს:

3 არ შევალ ჩემი სახლის კარავში, არ ავალ ჩემს სარეცელზე.

4 არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და თვლემას ჩემს წამწამებს,

5 ვიდრე არ ვიპოვი ადგილს უფლისთვის, სამკვიდროს იაკობის ძლიერისთვის.

6 აჰა, გვესმა მასზე ეფრათში, იაყარის ველზე ვპოვეთ იგი.

7 მივიდეთ მის სადგომებში და დავემხოთ მის ფეხთა სადგამთან.

8 აღსდექ უფალო და მიდი შენს სავანეში, შენ და შენი ძლიერების კიდობანი.

9 სიმართლით შეიმოსონ შენი მღვდელნი და შენმა წმიდანებმა სიხარულით იყიჟინონ.

10 შენი მსახურის დავითის გამო, ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.

11 უფალმა შეჰფიცა დავითს ჭეშმარიტებით და არ გადაუხვევს მისგან: "შენი მუცლის ნაყოფს დავსვამ შენს ტახტზე.

12 თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმასა და მცნებებს, რომელთაც ვასწავლი, მათი შვილებიც უკუნისამდე ისხდებიან შენს ტახტზე”.

13 რადგან სიონი ამოირჩია უფალმა, თავისთვის ისურვა სამკვიდრებლად.

14 "მარადიულად ეს არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი, აქ დავმკვიდრდები, რადგან ასე ვისურვე.

15 უხვად ვაკურთხებ მის საზრდოს და პურით გავაძღებ მის ღარიბებს.

16 გადარჩენით შევმოსავ მის მღვდლებს და მისი წმიდანები ხმამაღლა იგალობებენ.

17 იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსების რქას, ლამპარი გავმართე ჩემი ცხებულისთვის.

18 სირცხვილით შევმოსავ მის მტრებს, მასზე კი მისი გვირგვინი იბრწყინებს!”

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150