მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 82

82

1 გალობა. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და ნუ დამშვიდდები!

2 რადგან აჰა, შენი მტრები ხმაურობენ, და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.

3 შენი ერის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ მათზე, ვისაც შენ იფარავ.

4 თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი, როგორც ერი და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა.”

5 მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;

6 ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;

7 გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტინელებმა ცორელებთან ერთად.

8 აშურიც მათ დაუმეგობრდა, და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის.

9 დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე;

10 განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ მინდვრისათვის.

11 მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს მთავარს,

12 რომ ამბობდნენ: „დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი ღვთისა.”

13 ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში;

14 ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი;

15 ისე დაედევნე მათ შენი რისხვით, და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი!

16 აავსე მათი პირი სირცხვილით, რომ ეძებდნენ შენს სახელს, უფალო.

17 შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან.

18 მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150