მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 30

30

1 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. ვედრები, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენ.

2 მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად.

3 რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.

4 გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.

5 შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.

6 შევიძულე კერპების დამცველები და მე მივენდე უფალს.

7 ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით, რადგან შენ იხილე ჩემი სისაწყლე, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა.

8 და არ მიმეცი ხელსა მტრისას; ფართოდ დაამკვიდრე ფერხნი ჩემნი.

9 შემიწყალე, უფალო, რადგან მიჭირს, დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.

10 რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები – გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.

11 ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენ, და მეზობლისაგან – მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან.

12 გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი.

13 რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიშია ყოველი მხრიდან! ისინი შეითქვნენ ჩემს წინააღმლეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს,

14 მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.”

15 შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მტერთა ხელთაგან, და ჩემთა მიმდევართა

16 უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით.

17 უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ. დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ჯოჯოხეთში.

18 დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე, ქედმაღლობით და სიძულვილით.

19 რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, უფალო, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.

20 შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან,

21 კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა თვისი საკვირველი წყალობა გამაგრებულ ქალაქში.

22 და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან”. მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმობდი.

23 შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.

24 გამხნევდით და გული გაიმაგრეთ, ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150