1 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი გალობისა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს.
2 რათა შეიცნონ ქვეყნიერებაზე შენი გზები, რომ ყველა ხალხისთვის არის შენი შველა.
3 გიწამებენ ერები, ღმერთო, გიწამებენ ყველა ერები.
4 გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ერებს სისწორით, და ერებს ქვეყანაზე წარუძღვები.
5 გიწამებენ ერები, ღმერთო, გიწამებენ ერები ერთიანად.
6 მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
7 გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.