1 ღმერთო! შენი სახელით მიხსენი და შენი ძალით გამამართლე!
2 ღმერთო! ჩემს ლოცვას მოუსმინე და ყური მოაპყარ სიტყვებს ჩემი პირისას.
3 რადგან უცხონი აღსდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მოძალადენი ეძიებენ ჩემს სულს; თვალწინ არა ჰყავთ ღმერთი.
4 აჰა, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის განმამტკიცებელი.
5 იგი მიაგებს ბოროტების სამაგიეროს ჩემს მტრებს; შენი ერთგულებით ბოლო მოუღე მათ.
6 ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კეთილია იგი.
7 რადგან ყოველგვარი გაჭირვებისგან გამომიხსენი და ჩემი მტრების დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.