მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 72

72

1 ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.

2 მე კი – კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები!

3 რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას.

4 რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე, და გამტკიცებულია მათი გვამი.

5 არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ.

6 ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნება და ძალადობა სამოსელივით შეიმოსეს.

7 სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.

8 ლაპარაკობენ დამცინავად და ბოროტად, ძალადობით იმუქრებიან.

9 მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.

10 ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ, და სვამენ წყალს სავსე თასიდან.

11 და ამბობენ: „როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს გაგება უზენაესს?”

12 აჰა, ესენი არიან ბოროტნი, და უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.

13 ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე სიწმიდით ხელები.

14 და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე, და ვიტანჯებოდი დილდილობით.

15 რომ მეთქვა: „ვიმსჯელებ ასე,” მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.

16 და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს – მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.

17 ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.

18 მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.

19 როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!

20 როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.

21 როცა გული დამიძმარდა და შიგანი დამეფლითა,

22 უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე.

23 ხოლო მე მუდამ შენთან ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.

24 შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ.

25 ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.

26 ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.

27 რადგან აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც გაგიორგულდება.

28 ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150