1 გალობა აღსავალთა. დავითისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან – თქვას ისრაელმა –
2 უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცნი,
3 მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
4 მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს;
5 გადაუვლიდნენ ჩვენს სულს ბობოქარი წყლები.
6 კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
7 ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
8 ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია – ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.