1 მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას და ჩემს ვედრებას;
2 რომ მომაპყრო ყური; და ჩემი დღენი მსურს მოვუხმობდე მას.
3 გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
4 და სახელს მოვუხმობ უფლისას: „გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი!”
5 მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
6 იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
7 დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს სიმშვიდეში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ!
8 რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი – ცრემლისაგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისაგან;
9 ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.