მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 144

144

1 აღგამაღლებ ღმერთო, მეფევ ჩემო და უკუნითი უკუნისამდე ვაკურთხებ შენს სახელს.

2 ყოველდღე გაკურთხებ შენ და უკუნითი უკუნისამდე შევაქებ შენს სახელს.

3 დიდია უფალი და საქებარია ფრიად, ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.

4 თაობა თაობას შეუქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეს აუწყებენ.

5 შენი მშვენების სიდიადესა და ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.

6 ისინი შენი საშიში საქმეების სიძლიერეზე ილაპარაკებენ, მე კი შენს სიდიადეს ვაუწყებ.

7 გაიხსენებენ შენს მრავალმოწყალებას და სიხარულით შესძახებენ შენი სიმართლის გამო.

8 მპატიებელი და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.

9 ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.

10 უფალო, შენ განგადიდებს ყოველი შენი ქმნილება და გაკურთხებენ შენი წმიდანები.

11 შენი სამეფოს დიდებასა და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.

12 რათა ამცნონ ადამის ძეთ შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის ბრწყინვალე სიდიადე.

13 შენი სამეფო მარადიული სამეფოა და შენი მმართველობა თაობიდან თაობებში ვრცელდება.

14 ყველა დაცემულის შემწეა უფალი და წამომყენებელი ყველა წელში მოხრილისა.

15 ყველას თვალი შენ შემოგცქერის, შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.

16 გაშლი ხელს და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის საჭიროებას.

17 მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.

18 ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.

19 მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადისს ისმენს და იხსნის მათ.

20 ყველა მის მოყვარულს იცავს უფალი და სპობს ყველა ბოროტს.

21 ჩემი პირით განვადიდებ უფალს; აკურთხოს ყოველმა ხორციელმა მისი წმიდა სახელი უკუნითი უკუნისამდე!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150