1 უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; სამყაროც მტკიცედ დგას და არ შეირყევა.
2 მტკიცედ დგას შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიულობიდან ხარ შენ.
3 აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ტალღებს ძლიერად;
4 წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ძლიერია მაღლა უფალი.
5 მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად; შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ.