მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 113

113

1 როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა – უცხოენოვანი ერისაგან,

2 გახდა იუდა მისი საწმიდარი, ისრაელი – მისი სამფლობელო.

3 ზღვამ დაინახა და ილტოდა, იორდანე უკან გაბრუნდა;

4 მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი – კრავებივით.

5 რა დაგემართა, ზღვაო, რომ ილტოდი, და, იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?

6 მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და, ბორცვებო, კრავებივით?

7 უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმრეთის წინაშე,

8 რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი – წყაროს წყლად!

9 ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება, შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტებით.

10 რატომ უნდა თქვან წარმართებმა: „სად არის ღმერთი მათი?”

11 ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.

12 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.

13 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ,

14 ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ,

15 ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.

16 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.

17 ისრაელო, მიენდე უფალს! შემწე და ფარია ის მათი.

18 აარონის სახლო, მიენდე უფალს! შემწე და ფარია ის მათი.

19 მოშიშნო უფლისა, მინდეთ უფალს! შემწე და ფარია ის მათი.

20 უფალს ვახსოვართ – გვაკურთხებს! აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს!

21 აკურთხებს უფლის მოშიშებს, პატარებს დიდებთან ერთად.

22 დაე, გაგამრავლოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენი შვილები.

23 კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ.

24 ცა – ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა კაცთა შვილებს.

25 არა თუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი შავეთს შთასული,

26 არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ალელუია!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150