მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 134

134

1 ალელუია! ადიდეთ სახელი უფლისა! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა,

2 რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა!

3 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია!

4 რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი – თავის წარჩინებულად.

5 რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი; და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.

6 ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.

7 ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდით კიდემდე, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.

8 მან მოსრა პირმშო ეგვიპტისა – ადამიანიდან პირუტყვამდე.

9 მოავლინა ნიშნები და სასწაულები შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონისა და მის მსახურეთა წინააღმდეგ.

10 მან მოსრა მრავალი თესლ-ტომი და დახოცა ძლიერი მეფენი:

11 სიხონი – მეფე ამორეველთა, ყოგი – მეფე ბაშანისა, და ყველა მეფე ქანაანისა.

12 და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს – თავის ერს.

13 უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.

14 რადგან განიკითხავს უფალი თავის ერს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.

15 წარმართთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.

16 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ;

17 ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არცა აქვთ სუნთქვა მათ პირებს.

18 მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.

19 ისრაელის სახლო, აკურთხე უფალი! აარონის სახლო, აკურთხე უფალი!

20 ლევის სახლო, აკურთხე უფალი! უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!

21 კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ალელუია!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150