მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 20

20

1 უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენმიერი ხსნით მოილხენს დიდად.

2 შენ შეუსრულე მას სასურველი მისი გულისა და სათხოვარი მისი ბაგეებისა არ უკუაგდე.

3 კეთილი კურთხევით შეეგებე, თავზე წმიდა ოქროს გვირგვინი დაადგი.

4 სიცოცხლე გთხოვა და მიეცი, დღეგრძელობა - უკუნითი უკუნისამდე.

5 დიდია ღირსება მისი, რადგან შენგანაა მისი ხსნა. შენ შეამკე პატივითა და დიდებით.

6 რადგან სამუდამო კურთხევა დაუდგინე, შენ წინაშე ყოფნით გაახარე.

7 ვინაიდან უფალზეა მინდობილი მეფე და არ შეირყევა უზენაესის წყალობით.

8 მისწვდება შენი ხელი ყველა შენს მტერს და მარჯვენა - შენს მოძულეებს.

9 აგიზგიზებულ თონეს დაამსგავსებ მათ შენი გამოჩენის ჟამს; თავისი რისხვით ჩაყლაპავს უფალი, ცეცხლი შთანთქავს მათ.

10 მიწიდან აღგვი მათ ნაშიერს და მათ შთამომავლობას - ადამიანის ძეთაგან.

11 რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტებას გეგმავდნენ და ვერაფერს გახდებიან,

12 რადგან შენ უკუაქცევ მათ, მშვილდს მოჭიმავ მათი სახისკენ.

13 ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლევამოსილებას.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150