მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 21

21

1 გუნდის ლოტბარს. „ცისკრის აღმობრწყინებისას”. ფსალმუნი დავითისა. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? მე შემოგღაღადებ, მაგრამ შორს არის ჩემი შველა.

2 ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მპასუხობ, ღამით – და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.

3 შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.

4 შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.

5 შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.

6 მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.

7 ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ:

8 „უფალს მიენდო? მაშ მანვე იხსნას, მანვე უშველოს თავის სასურველს.”

9 რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.

10 შენით ვიმედოვნებდი დედის მუცლიდან; დედის წიაღიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.

11 ნუ განმშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.

12 ირგვლივ მომადგნენ მე ძლიერი მოზვრები, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.

13 პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.

14 ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.

15 გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა, და ჩამიყვანე სიკვდილის მიწა-მტვრამდე.

16 რადგან გარს შემომეხვივნენ მე ძაღლები; ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა, გამიხვრიტეს ხელნი და ფერხნი.

17 მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.

18 ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.

19 და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.

20 გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლთაგან ჩემი სიცოცხლე.

21 მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქის რქისაგან!

22 ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.

23 უფლის მოშიშნო, ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და გეშინოდეთ მის წინაშე, ისრაელის მთელო მოდგმავ!

24 რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.

25 მინდა შეგასხა ხოტბა მრავალ კრებულში, მისთა მოშიშთა წინაშე გადავიხდი აღთქმულს.

26 ჭამონ ღატაკთ და გაძღნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.

27 გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.

28 რამეთუ უფალს შვენის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი.

29 ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.

30 შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.

31 მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150