1 ფსალმუნი. დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
2 ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
3 სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისთვის.
4 შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
5 გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირთამდე.
6 ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე. და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.