მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 78

78

1 ღმერთო! ხალხები შემოიჭრნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, ნანგრევებად აქციეს იერუსალიმი.

2 შენი მსახურების გვამები ცის ფრინველებს მისცეს საჭმელად, შენი ერთგული ხალხის ხორცი - დედამიწის მხეცებს.

3 წყალივით დაღვარეს მათი სისხლი იერუსალიმის გარშემო, და დამმარხავი არავინაა.

4 სალანძღად გავხდით ჩვენი მეზობლებისთვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენ ირგვლივ მყოფთათვის.

5 როდემდე იქნები, უფალო, განრისხებული? სამუდამოდ? როდემდე იგიზგიზებს ცეცხლივით შენი მოშურნეობა?

6 გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, რომ არ გცნობენ და სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ მოუხმობენ.

7 რადგან შეჭამეს იაკობი და გააპარტახეს მისი სადგომი.

8 ნუ გაგვიხსენებ მამების ცოდვებს; მალე შეგვეგებოს შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავუძლურდით.

9 გვიშველე, ჩვენი ხსნის ღმერთო, შენი სახელის სადიდებლად გადაგვარჩინე და შენი სახელის გამო შეგვინდე ჩვენი ცოდვები.

10 რატომ უნდა თქვან ერებმა - სად არისო მათი ღმერთი? დაე, ცნობილი იყოს ჩვენს თვალწინ, ხალხებს შორის, რომ შენი მსახურების დაღვრილი სისხლის გამო შურს იძიებ.

11 მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით დაიფარე სასიკვდილოდ განწირულნი.

12 შვიდმაგად დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს მათ წიაღში ის დამცირება, რომლითაც შენ გამცირებდნენ უფალო.

13 ჩვენ კი შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი, სამუდამოდ მოგიძღვნით ხოტბას და თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150