მთავარიბიბლიაფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 32

32

1 იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.

2 ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.

3 უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყვეთ ჰანგი მოძახილით.

4 რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.

5 უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა;

6 უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო.

7 შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

8 ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყოველი მკვიდრი სამყაროსი.

9 რადგან მან თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და არსებობს.

10 უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.

11 აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად, და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისნი.

12 ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი – მისდა სამემკვიდროდ ამორჩეული.

13 ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.

14 თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.

15 მან შექმნა გული თვითოეულისა და სწვდება ყველა მათ საქმეს.

16 მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.

17 უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხნის.

18 აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის,

19 რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილის დროს.

20 ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.

21 რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.

22 იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150