1 დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა უფალსა ჩემსა: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.”
2 კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
3 შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს; წმიდა ბრწყინვალებით, განთიადის საშოდან გშობე, ვითარცა ცვარი.
4 დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.”
5 უფალი შენს მარჯვინივაა, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
6 განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
7 ნაკადულიდან დალევს გზაში. ამიტომ მაღლა ასწევს თავს.