1 გუნდის ლოტბარს. დავითისა. გასახსენებელი. ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად!
2 დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი; უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მძებნელნი!
3 დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: „ოჰო! ოჰო!”
4 ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს; და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი!” ვისაც უყვარს შველა შენმიერი.
5 ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ! ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ; უფალო! ნუ დააყოვნებ!