მთავარი ›ბიბლია ›ფსალმუნები

ძველი აღთქმა · ფსალმუნები

ფსალმუნები 26

26

1 უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა - ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი - ვინ შემაძრწუნებს?

2 როცა ბოროტნი თავს დამესხმიან ჩემი სხეულის შესასანსლად - თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან ჩემი მჩაგვრელნი და მტერნი.

3 ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

4 ერთსა ვთხოვ უფალს, ამას ვევედრები, რომ დავემკვიდრო უფლის სახლში მთელი ჩემი სიცოცხლე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და მის ტაძარში ფიქრს ვეძლეოდე.

5 რადგან თავის კარავში შემიფარებს გაჭირვების ჟამს და თავისი კარვის სამალავში დამმალავს, კლდეზე მომამაღლებს.

6 ახლა კი გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა ავწევ თავს და ქების მსხვერპლს შევწირავ მის კარავში, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.

7 უფალო, ისმინე ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.

8 შენ უთხარი ჩემს გულს: ეძიეთ ჩემი სახე! შენს სახეს მოვძებნი უფალო.

9 ნუ დამიმალავ შენს სახეს და რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს, ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო.

10 თუნდაც მიმატოვოს ჩემმა დედ-მამამ, უფალი მიმიღებს მე.

11 მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.

12 ნუ გადამცემ ჩემი შემავიწროებლების ხელთ, რადგან აღდგნენ ცრუმოწმენი ჩემს წინააღმდეგ და ძალადობით სუნთქავენ,

13 თუმცა მწამს, რომ ვიხილავ უფლის სიკეთეს ცოცხალთა ქვეყანაში!

14 მიენდე უფალს, გამხნევდი და გაიმაგრე გული! მიენდე უფალს!

ფსალმუნები — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66
  67. 67
  68. 68
  69. 69
  70. 70
  71. 71
  72. 72
  73. 73
  74. 74
  75. 75
  76. 76
  77. 77
  78. 78
  79. 79
  80. 80
  81. 81
  82. 82
  83. 83
  84. 84
  85. 85
  86. 86
  87. 87
  88. 88
  89. 89
  90. 90
  91. 91
  92. 92
  93. 93
  94. 94
  95. 95
  96. 96
  97. 97
  98. 98
  99. 99
  100. 100
  101. 101
  102. 102
  103. 103
  104. 104
  105. 105
  106. 106
  107. 107
  108. 108
  109. 109
  110. 110
  111. 111
  112. 112
  113. 113
  114. 114
  115. 115
  116. 116
  117. 117
  118. 118
  119. 119
  120. 120
  121. 121
  122. 122
  123. 123
  124. 124
  125. 125
  126. 126
  127. 127
  128. 128
  129. 129
  130. 130
  131. 131
  132. 132
  133. 133
  134. 134
  135. 135
  136. 136
  137. 137
  138. 138
  139. 139
  140. 140
  141. 141
  142. 142
  143. 143
  144. 144
  145. 145
  146. 146
  147. 147
  148. 148
  149. 149
  150. 150