მთავარითემები „ღ“ღმერთის ხელი

ღმერთის ხელი

64 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 7:46
    განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?
  2. ესაია 42:6
    მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის,
  3. ესაია 66:2
    ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” - ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
  4. ესაია 65:2
    დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე; იობი 10:3 განა კარგია შენთვის, რომ მთრგუნავ, რომ უკუაგდე შენი ხელის ქმნილება და ახალისებ ბოროტთა მზაკვრობას?
  5. ფსალმუნები 8:3
    როცა შენს ზეცას ვუმზერ - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
  6. ფსალმუნები 88:13
    ძლიერია შენი მკლავი; ძლევამოსილია შენი ხელი და შემართულია მარჯვენა შენი.
  7. ფსალმუნები 19:1
    უფალმა გიპასუხოს შენ გაჭირვების დღეს, დაგიფაროს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.
  8. ფსალმუნები 94:5
    მისია ზღვა, მან შექმნა იგი და თავისი ხელებით გამოსახა ხმელეთი.
  9. ფსალმუნები 137:8
    უფალი თავის განზრახვას აღასრულებს ჩემზე; უფალო, მარადიულია წყალობა შენი. ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.
  10. ესაია 48:13
    დიახ, ჩემმა ხელებმა დააფუძნა დედამიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცანი; მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
  11. ესაია 64:8
    ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.
  12. ფსალმუნები 94:4
    რომელსაც ხელთ უპყრია მიწის სიღრმეები; მთათა მწვერვალები მას ეკუთვნის.
  13. იობი 12:10
    მის ხელთაა ყოველი სულდგმულის სიცოცხლე და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა.
  14. იობი 26:13
    თავისი სულით გააბრწყინა ცანი და მისმა ხელმა განგმირა სრიალა გველი;
  15. იობი 36:32
    ხელისგულებს ელვით ივსებს და უბრძანებს, ვინ განგმიროს.
  16. ფსალმუნები 30:15
    შენს ხელთაა ჩემი დრო. მიხსენი ჩემი მდევნელებისა და მტრების ხელთაგან.
  17. ესაია 40:12
    მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
  18. ფსალმუნები 144:16
    გაშლი ხელს და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის საჭიროებას.
  19. ფსალმუნები 103:28
    მისცემ და აიღებენ, გახსნი შენს ხელს და გაძღებიან სიკეთით.
  20. აბაკუმი 3:4
    მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.
  21. 1 ნეშტთა 29:12
    სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,
  22. ფსალმუნები 117:15-16
    სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა. შემართულია უფლის მარჯვენა, ძლიერებას ავლენს უფლის მარჯვენა
  23. იერემია 18:6
    განა არ შემიძლია ამ მექოთნესავით მოგექცე, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი, აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
  24. დანიელი 4:35
    არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო!
  25. ამოსი 9:2
    ქვესკნელშიც რომ ჩაძვრნენ, იქიდანაც ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან.
  26. ესაია 40:2
    მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის.
  27. იერემია 15:6
    შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ.
  28. საქმეები 13:11
    აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
  29. აბაკუმი 2:16
    პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება.
  30. იობი 19:21
    შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
  31. რუთი 1:13
    განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.
  32. იობი 1:11
    აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
  33. ფსალმუნები 37:2
    რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
  34. ფსალმუნები 38:10
    ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.
  35. ესაია 19:16
    იმ დღეს დიაცებივით იქნებიან ეგვიპტელები, შეშინდებიან და დაფრთხებიან ცაბაოთ უფლის ხელის მოქნევისგან, მათზე რომ მოიქნევს ხელს.
  36. ესაია 23:11
    ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი.
  37. ფსალმუნები 97:1
    უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა. მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა მოუტანა მას გამარჯვება.
  38. ფსალმუნები 76:10
    და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება – შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.
  39. გამოსვლა 13:3
    უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.
  40. ნეემია 1:10
    ისინი ხომ შენი მორჩილნია და შენი ერია, შენი დიდი ძალითა და მაგარი ხელით რომ გამოისყიდე.
  41. იერემია 32:21
    შენ გამოიყვანე შენი ერი ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, მაგარი ხელითა და მოღერებული მკლავით, დიდი შიშისზარის მეოხებით.
  42. ესაია 41:10
    ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
  43. ფსალმუნები 16:8
    შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
  44. იოანეს 10:29
    მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.
  45. ესაია 43:13
    დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?
  46. ეზრა 8:31
    დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.
  47. 1 ნეშტთა 4:10
    მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: ნეტავ კურთხევით მაკურთხევდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო. და ღმერთმა მისცა, რასაც ითხოვდა.
  48. ფსალმუნები 120:5
    უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
  49. ესაია 41:13
    რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი.
  50. იერემია 1:9
    გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში.
  51. ესაია 8:11
    რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით.
  52. ეზეკიელი 1:3
    გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
  53. ეზეკიელი 3:14
    სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
  54. ეზეკიელი 33:22
    უფლის ხელი იყო ჩემზე საღამოხანს გადარჩენილის მოსვლამდე და გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გაიხსნა ჩემი ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
  55. ეზეკიელი 37:1
    იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე.
  56. ეზრა 7:6
    ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. იგი იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. შეუსრულა მას მეფემ ყველა სათხოვარი, რადგან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
  57. 2 ნეშტთა 30:12
    იუდაზეც იყო ღვთის ხელი მისთვის ერთი გულის ჩასადებად, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისაებრ.
  58. იგავნი 21:1
    მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიუშვებს.
  59. ლუკას 1:66
    ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.
  60. საქმეები 11:21
    და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.
  61. ესაია 26:11
    უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები.
  62. საქმეები 5:31
    თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
  63. რომალეთა 10:21
    ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.
  64. ფსალმუნები 27:5
    რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს.

← ყველა თემა „ღ“-ზე