მთავარი ›ბიბლია ›ესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 23

23

1 წინასწარმეტყველება ტვიროსზე: იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, ვინაიდან მოისპო ტვიროსი, სახლებისა და ნავთსაყუდელის გარეშე დარჩა; ქითიმის მიწიდან ეუწყათ ეს ამბავი.

2 დადუმდით, სანაპიროს მცხოვრებნო, სიდონელო ვაჭრებო, რომელთა წარგზავნილნიც ზღვაზე ნაოსნობდნენ.

3 მრავალი წყლებით მიდიოდა შიხორის მარცვლეული, მდინარის მოსავალი, და ერთა სავაჭრო ადგილად იყო ქცეული.

4 გრცხვენოდეს სიდონ, სიმაგრევ ზღვისა. დაილაპარაკა ზღვამ და თქვა: "მშობიარობით არ მიტანჯია და არ მიშვია, ჭაბუკნი და ქალწულნი არ გამიზრდია”.

5 როდესაც ეუწყება ეგვიპტეს, აცახცახდება ტვიროსის ამბის გამო.

6 გადადით თარშიშში, იქვითინეთ, სანაპიროს მცხოვრებნო.

7 ესაა თქვენი მოზეიმე ქალაქი? რომელსაც ძველთაგანვე, დაბადებიდანვე დაატარებდნენ ფეხები შორეულ ქვეყნებში სამკვიდრებლად?

8 ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, სატახტო ქალაქს, რომლის ვაჭარნიც ქანაანის მთავარნი არიან და სოვდაგარნი - ქვეყნიერების წარჩინებულნი?

9 ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი მშვენიერებისა და დაემცირებინა ყველა წარჩინებული ქვეყნიერებისა.

10 მდინარესავით გადაიარე შენი ქვეყანა, თარშიშის ასულო, რადგან აღარ არის სარტყელი.

11 ზღვასაც მოუღერა ხელი, აათრთოლა სამეფოები; ბრძანა უფალმა ქანაანზე, დაენგრიათ მისი ციხე-სიმაგრენი.

12 თქვა: "მეტად აღარ ამაღლდები, დაცემულო ქალწულო, სიდონის ასულო! ადექი და ქითიმს გადადი, მაგრამ ვერც იქ იპოვი სიმშვიდეს”.

13 აჰა, ქალდეველთა ქვეყანა. ეს არის ხალხი, რომელიც არ იყო; აშურმა დააფუძნა იგი უდაბნოს ველურთათვის. მიადგეს თავიანთი კოშკები, დაანგრიეს მათი სასახლეები, ნანგრევებად გადააქციეს.

14 იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან გაცამტვერებულია თქვენი სიმაგრე.

15 და იქნება იმ დღეს: დავიწყებული იქნება ტვიროსი სამოცდაათი წელი, ერთი მეფის ცხოვრების დღეების მიხედვით; სამოცდაათი წლის ბოლოს კი, მეძავის სიმღერასავით მოუვა ტვიროსს:

16 "აიღე ქნარი, შემოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო! კარგად დაუკარი, ხშირად იმღერე, რათა გაგიხსენონ!”

17 და იქნება: სამოცდაათი წლის შემდეგ მოინახულებს უფალი ტვიროსს. ისევ დაუბრუნდება ტვიროსი თავის სიძვობის ქირას და ისიძვებს ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწაზე.

18 მისი ვაჭრობისა და სიძვის ქირა უფლისადმი იქნება მიძღვნილი; არ დაგროვდება საგანძურებსა და საწყობებში, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი გასაძღომ საჭმელად და დიდებულ შესამოსელად.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66