მთავარი ›ბიბლია ›ესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 39

39

1 იმ დროს მეროდახ-ბალყადანმა, ბალყადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, წერილები და საჩუქრები გაუგზავნა ხიზკიაჰუს, რადგან ესმა, რომ ავად იყო და გამოჯანმრთელდა.

2 გაუხარდა ხიზკიაჰუს და უჩვენა მათ თავისი საგანძურის სახლი, ვერცხლი და ოქრო, სურნელოვანი და ძვირფასი ნელსაცხებლები და სახლი, მთელი თავისი საჭურველი და ყველაფერი, რაც მის საუნჯეში მოიპოვებოდა; არ დარჩენილა ნივთი, რომ არ ეჩვენებინა მათთვის ხიზკიაჰუს თავის სახლსა და მთელ თავის სამფლობელოში.

3 მოვიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა: "რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ ისინი შენთან?” უპასუხა: "შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან”.

4 ჰკითხა ესაიამ: "რა ნახეს?” უპასუხა: "ჩემი სახლი და ყველაფერი, რაც ჩემს სახლშია; არ დარჩენილა ნივთი, რომ არ მეჩვენებინა ჩემი საუნჯიდან”.

5 მიუგო ესაიამ ხიზკიაჰუს: ისმინე სიტყვა ცაბაოთ უფლისა:

6 "აჰა, მოდიან დღენი, და ბაბილონში იქნება წაღებული ყოველივე, რაც შენმა მამებმა მოაგროვეს დღემდე, აღარაფერი დარჩება! - ამბობს უფალი.

7 შენს ძეებს, რომლებიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ შობ, წაიყვანენ და საჭურისებად ეყოლებათ ბაბილონის მეფის სასახლეში”.

8 უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: "კეთილია სიტყვა უფლისა, რომელიც შენ წარმოსთქვი, რადგან ჩემს დღეებში მაინც იქნება მშვიდობა და სიმართლე”.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66