მთავარი ›ბიბლია ›ესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 31

31

1 ვაი ეგვიპტეში დახმარებისთვის ჩასულთ, ცხენებსა და ეტლებზე დაიმედებულთ, ვინაიდან მრავლადაა; და მხედრების მოიმედეთ, რადგან ფრიად ძლიერნი არიან; ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიძიეს.

2 თუმცა, ბრძენია იგი და მოაწევს უბედურებას თავისი სიტყვისამებრ და არ გადაუხვევს. აღდგება ბოროტეულთა სახლზე და ბოროტმოქმედთა მხარდამჭერებზე.

3 ადამიანები არიან ეგვიპტელები და არა ღმერთები, ხორცია მათი ცხენები და არა სული; გაიწვდის ხელს უფალი და წაბორძიკდება შემწეც და შეწევნულიც, ყველანი ერთად დაიღუპებიან.

4 რადგან ასე მითხრა უფალმა: "როგორც ლომი ბრდღვინავს, ძლიერი ლომი, რომელიც მსხვერპლს ადგას თავზე და თუნდაც მთელი მწყემსობა შეჰყვიროდეს, არ ეშინია მათი ყვირილისა და მათი ხმაური არ აფრთხობს; ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონზე და მის სიმაღლეებზე.

5 ჩიტივით დასტრიალებს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს დასაცავად - გამოიხსნის და დაიფარავს, დაინდობს და გადაარჩენს.

6 მობრუნდით მისკენ, ძენო ისრაელისა, განდგომის გამრღმავებელნო.

7 ვინაიდან იმ დღეს მოიშორებს თითოეული თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, რომლებიც ცოდვისთვის გაიკეთეთ თქვენი ხელით.

8 არა კაცთა მახვილით დაეცემა აშური, არა ადამიანური მახვილი შთანთქავს მას; მახვილს გაექცევა, მაგრამ მისი ჭაბუკნი მონებად იქცევიან.

9 შიში გაუქრობს საყრდენ კლდეს და ნიშანი შეაძრწუნებს მის მთავართ, ბრძანებს უფალი, რომლის ცეცხლიც სიონშია და ღუმელი - იერუსალიმში.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66