მთავარიბიბლიაესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 21

21

1 წარმონათქვამი ზღვისპირა უდაბნოზე. როგორც ქარიშხალი გადაივლის სამხრეთში, ისე მოდის ის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან.

2 სასტიკი ხილვა მეჩვენა მე: მოღალატე ღალატობს და მძარცველი ძარცვავს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდია! ყველა მის ოხვრას ბოლოს მოვუღებ.

3 ამის გამო ჩემი წელი კანკალმა მოიცვა, ტკივილებმა შემიპყრო მე, მსგავსად მშობიარის ტკივილებისა, მოვიკრუნჩხე მოსმენილისაგან, შევძრწუნდი ნახულისაგან.

4 მითრთის გული, შიშის ზარი მაფრთხობს მე; სანატრელი საღამო საშინელებად მექცა.

5 გაწყობილია ტაბლა, გადააფარეს სუფრა, ჭამენ, სვამენ. „ადექით მთავარნო, გაპოხეთ ფარი!”

6 და ასე მეტყვის უფალი: „წადი, გააგზავნე მზირი, გითხრას, რას ნახავს.

7 და დაინახავს ის წყვილ ცხენშებმულ ეტლს, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს – და ყურს დაუგდებს დიდი ყურადღებით.”

8 და ლომივით იყვირა, დაიძახა მზირმა: „უფალო, საგუშაგოზე მუდამ ვდგავარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ მთელი ღამე.

9 და აი, მოდის მხედრობა წყვილ-წყვილი ცხენებით.” და თქვა ერთ-ერთმა: „დაეცა, დაეცა ბაბილონი; და მის ღმერთთა ყველა ქანდაკი მიწას დაენარცხა.”

10 ჩემო გალეწილო და ჩემი კალოს ძეო! რაც ვისმინე მე უფალ ცაბაოთის, ისრაელის ღმერთისაგან, ის გაუწყეთ მე თქვენ.

11 წარმონათქვამი დუმაზე. სეყირიდან მიხმობენ მე: „მცველო, ღამის რა ჟამია? მცველო, ღამის რა ჟამია?”

12 თქვა მცველმა: „მოვიდა დილა, მაგრამ ღამეა ჯერ; თუ გინდათ კითხვა, იკითხეთ, დაბრუნდით ისევ.”

13 წარმონათქვამი არაბეთზე: არაბეთის ტყეში გაათიეთ ღამე, დედანელთა ქარავნებო!

14 მწყურვალის შესახვედრად გამოჰქონდათ წყალი; თემას ქვეყნის მცხოვრებნი პურით ეგებებოდნენ მოხეტიალეს.

15 რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილს და მოჭიმულ მშვილდს და ომის სიმძიმეს.

16 რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „ერთი წლის შემდეგ, მოქირავნის წლებისაებრ, გაქრება მთელი დიდება კედარისა.

17 და ნარჩენნი მშვილდოსანთა რიცხვისა, მამაცი ძენი კედარისა, შემცირდებიან,” რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66