1 და ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და: ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს სამოსელს ჩავიცვამთ, მხოლოდ გვეწოდოს შენი სახელი, ჩამოგვაცილე ჩვენი შერცხვენა.”
2 იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენებად და დიდებად, და მიწის ნაყოფი – სიდიადედ ისრაელის გადარჩენილთათვის.
3 და იქნება: სიონში ნატამალი და იერუსალიმში დარჩენილი – წმიდად იქნება ის წოდებული; ყველა, ვინც კი ჩაწერილია სიცოცხლისათვის იერუსალიმში.
4 როცა ჩამორეცხავს უფალი სიონის ასულთ სისაძაგლეს და იერუსალიმს სისხლს მოჰბანს მის შიგნით სამსჯავროს სულით და გადაბუგვის სულით,
5 და შექმნის უფალი სიონის მთის ყველა ადგილზე და მის შესაკრებელზე ღრუბელს და კვამლს დღისით და აელვარებული ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან მთელ დიდებაზე იქნება გავალაკი.
6 და კარავი იქნება მათ საჩრდილობლად დღისით პაპანაქებისაგან, და თავშესაფრად და დასაცავად ღვართქაფისა და წვიმისაგან.