მთავარიბიბლიაესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 18

18

1 ვაი, ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა რომ არის!

2 რომელიც აგზავნის ელჩებს ზღვით, და წყლის ზედაპირზე – ლერწმის ნავებით. წადით, მკვირცხლო მოციქულნო, მაღალ და უწვერო ერთან, ძველთაგან და დღემდე საშინელ ხალხთან, გადამთელავ და დამთრგუნველ ერთან, რომლის ქვეყანასაც მდინარენი ჰკვეთენ.

3 ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო და ყველა ბინადარო, როდესაც ნიშანი აღიმართება მთებზე, დაინახავთ, და როდესაც რქის საყვირი ახმიანდება, გაიგონებთ!

4 რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „მდუმარედ გადმოვიხედავ ჩემი განსასვენებელი ადგილიდან, როგორც კრიალა პაპანება სინათლეზე და როგორც ღრუბელი ცვრისა მკის პაპანებაში.”

5 რადგან მკის წინ, როდესაც ყველაფერი აყვავდება და მომწიფებულ ნაყოფს ყვავილი ექნება, შეაჭრის ის რტოებს ბაღის მაკრატლით და ყლორტებს მოაცლის და მოაკვეთს.

6 ყველაფერი დარჩება მთის მტაცებელ ფრინველებს და მიწის ცხოველებს, გაიზაფხულებენ მასზე მტაცებელი ფრინველები და მიწის ყველა ცხოველი მასზე დაიზამთრებს.

7 იმჟამად ხარკი მიერთმევა უფალ ცაბაოთს მაღალი და უწვერო ხალხისაგან, ძველთაგან დღემდე საშინელი ხალხისაგან, გადამთელავი და დამთრგუნველი ერისაგან, რომლის ქვეყანასაც მდინარეები ჰკვეთენ – უფალ ცაბაოთის ადგილას, სიონის მთაზე.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66